სხვა

18:46 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: ჩინეთი ლიდერობას ინარჩუნებს, საქართველო დაქვეითდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 24 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (59). საქართველო ამ დროისთვის 25-ე ადგილზეა და ჯერჯერობით რეიტინგში არ არის ასახული მე-6 მედალი, რომელიც იაკობ ქაჯაიამ დაიბევა, მაგრამ ფინალში არ უასპარეზია და ისიც საერთო ჩათვლაში ოფიციალურად ფინალის დასრულების შემდეგ აღირიცხება.

1. ჩინეთი - 51 მედალი (24 ოქრო, 14 ვერცხლი, 13 ბრინჯაო)

2. აშშ - 59 მედალი (20 ოქრო, 23 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

3. იაპონია - 31 მედალი (17 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

4. ავსტრალია - 31 მედალი (14 ოქრო, 3 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 44 მედალი (12 ოქრო, 19 ვერცხლი, 13 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 32 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 12 ბრინჯაო)

7. საფრანგეთი - 21 მედალი (5 ოქრო, 10 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

8. სამხრეთ კორეა - 17 მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

9. იტალია - 27 მედალი (4 ოქრო, 8 ვერცხლი, 15 ბრინჯაო)

10. ნიდერლანდები - 17 მედალი (4 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

...25. საქართველო - 5 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს - ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ვერცხლი, ხოლო ერთი ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ. 2 აგვისტოს მედლების რაოდენობა აუცილებლად ექვსამდე გაიზრდება, რადგან იაკობ ქაჯაია ფინალში იჭიდავებს, მაგრამ ჯერ გასარკვევია რა სინჯის იქნება მედალი - ოქრო თუ ვერცხლი.

0.112927