უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი კონტრაქტი ამოიწურა და მადლობა გადაუხადა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას.
„დღეს ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან ამოიწურა. 5 წელი გავატარე ეროვნულ გუნდში. ეს იყო მძიმე სამუშაო, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეგვიძლია თანამედროვე ფეხბურთის თამაში. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომ ეს შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ, თითოეული ფეხბურთელის, თითოეული ადამიანის, ვინც დაგვეხმარა და გუნდში ჩართული იყო. დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ერთად შევძელით იმის ჩვენება, რომ ჩვენი ფეხბურთი შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და საინტერესო“, - დაწერა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობდა და ევროპის ჩემპიონატზე გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.