ეკო გორგოძე პოლონეთის 60-ათასიანი ტურნირის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ფრანგი მეტოქე შლო პაკე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და გორგოძემ 7:6 (9:7), 0:6, 6:4 იმარჯვა, რის შედეგადაც ჩემპიონობა მოიპოვა. ყველაზე დაზაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელიც 1:22 წუთი გაგრძელდა. მსოფლიო რეიტინგის 185-ე ნომერმა აღნიშნულ დაპირისპირებაში 3 ეისი მოაწოდა და ერთადერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ეკომ პოლონეთში ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო და ამ პერიოდში მხოლოდ ორი სეტი წააგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამარჯვების შემდგომ მას მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი პროგრესი ელის.
გორგოძე - პაკე 2:1 (7:6, 0:6, 6:4)