ფეხბურთი

11:38 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

„იუვენტუსმა“ ნიჭიერი ბრაზილიელი თავდამსხმელის კაიო ჟორჟეს ტრანსფერი შეათანხმა. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და სამხრეთამერიკელს მომდევნო კვირაში ტურინში ელოდებიან.

„სანტოსი“ ჟორჟეს სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს და ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუვესთან“ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

კაიო ჟორჟე „სანტოსის“ აკადემიის აღზრდილია და 84 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. 19 წლის ფორვარდით „მილანი“ და „ბენფიკაც“ იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მან არჩევანი „იუვენტუსზე“ შეაჩერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112848