ფეხბურთი

0:21 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ – სამი მატჩი, სამი გამარჯვება

„ბარსელონას“ წინასასეზონო კამპანია კარგად ვითარდება. შაბათს კატალონიელებმა მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარეს და ისევ გაიმარჯვეს.

ამჯერად მათი მსხვერპლი გერმანული „შტუტგარტი“ აღმოჩნდა. მატჩი შტუტგარტის „მერსედეს - ბენც არენაზე“ გაიმართა და სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა.

ანგარიში მემფის დეპაიმ გახსნა 21-ე წუთზე. შემდეგ კი ავსტრიელმა ახალწვეულმა, იუსუფ დემირმა და რიკი პუჩმა გაიტანეს. ორივე შემთხვევაში საგოლე პასები ანტუან გრიზმანმა შეასრულა.

მომავალ ამხანაგურ შეხვედრას რონალდ კუმანის გუნდი ზალცბურგში გამართავს, ადგილობრივი „რედ ბულის“ წინააღმდეგ.

0.130912