ფეხბურთი

21:50 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკაატმა ერაყის ნაკრები ჩაიბარა

73 წლის დიკ ადვოკაატი, ერაყის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ის ერაყელებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში უხელმძღვანელებს.

მანამდე ერაყელები რუსეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელ სტანისლავ ჩერჩესოვს დაუკავშირდნენ, მაგრამ სტანისლავ სალამოვიჩმა უარი უთხრა - ამჟამად ნაკრებებთან სამუშაოდ მზად არ ვარო.

ნიდერლანდელ სპეციალისტს კი უამრავი კლუბის გარდა, თავის დროზე სამჯერ გაუწვრთნია ნიდერლანდების (1992-94, 2002-04, 2017). თითოჯერ ბელგიის (2009-10), რუსეთისა (2010-12), სერბეთის (2014) ეროვნული გუნდები.

0.1193