ძიუდო

22:32 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტედი რინერი ქართველ ძიუდოისტებთან ბექაურის შესახებ: "ძლიერი და გიჟი ხარ!" (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ტოკიოდან ოლიმპიადაზე ძიუდოში შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ლაივი ჰქონდა, რომელშიც ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი გამოჩნდა.

ის ქართველებს გაესაუბრა და ვეტერანი ქართველი ძიუდოსტი, სამგზის ევროპის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი მოიკითხა.

შემდეგ კი ვიდეოში ლაშა ბექაურიც გამოჩნდა, რომელსაც რინერმა ძლიერი და გიჟი უწოდა, ურჩია, რომ ასე გააგრძელოს.

- ქევხიშვილი: ჩვენ ახლა ლაივში ვართ

- რინერი: საქართველო? აბა, რა ხდება. რა გვარია ჩემი მეგობარი, 66 კილოგრან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი რომ არის.

- ათაბეგაშვილი: კედელაშვილი.

- რინერი: ხო, კედელაშვილი. სად ხარ, მეგობარო? ხვალ საქართველოში მოვდივარ.

- ქევხიშვილი: იცი, რა თქვა ლაშამ ტოკიოში ჩამოსვლამდე? ოლიმპიადა ოთხჯერ უნდა მოვიგოო.

- რინერი: შენ? ძნელი იქნება. შენს ჭიდაობას ვუყურებდი, მთელი დღე გგულშემატკივრობდი, ძლიერი ხარ, გიჟი, ხარ და ასე გააგრძელე.

- ქევხიშვილი: მას ტრავმა ჰქონდა.

- რინერი: ვიცი, სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ამიტომაც, ვთქვი, ეს ბიჭი გიჟია-მეთქი. მან მოიგო, შიდო კი არა, ვაზარი!

შეგახსენებთ, +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალს გურამ თუშიშვილი დაეუფლა.

0.2957