სხვა

22:00 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა პრსკავეცმა კაიაკის სლალომი მოიგო

მსოფლიოს ჩემპიონმა ერთადგილიანი კაიაკით სლალომში, ჩეხმა ირჟი პრსკავეცმა ფინალში ცხრავე მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. მას რიოშიც ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო გასასვლელში შეცდა და ეს შანსიც წყალს გაატანა.

ამჯერად ჩეხმა უშეცდმოდ იასპარეზა. მან სამ წამზე მეტით გააუმჯობესა სლოვაკი იაკუბ გრიგარის დრო, რომელიც მანამდე და თითქოს, საჩემპიონო საუკეთესო იყო.

„მე ისე ვიასპარეზე, როგორც მჩვევია. ჩემთვის უფრო რთული, ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა იყო“, - განაცხადა ჩემპიონმა.

გრიგარმა, ვისაც ერთეულებში ადრე დიდი გამარჯვებები არ ჰქონია და რიოს შემდგ, სუსტი გამოსვლები ჰქონდა, ვერცხლის დაეუფლა. „ბოლო წლებში ძალიან მიჭირდა. ახლა კი დრო მინდა იმისთვის, რომ ეს მიღწევა გავაცნობიერო“, - განაცხადა სლოვაკმა ნიჩბოსანმა.

მესამე ადგილი გერმანალმა ჰაინეს აიგნერმა დაიკავა., ვინ პირველად ბრინჯაოს მედალი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ასპარეზობის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, კუნთებზე პრობლემები ჰქონდა. „ჩემი ხელები ისე ვერ ირჯებოდნენ, როგორც მე ვისურვებდი“, - განაცხადა აიგნერმა.

0.151355