31 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მარკ ოლბრაიტონმა "ლესტერთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ოლბრაიტონი "ასტონ ვილას" აკადემიის აღზრდილია და "ლესტერში" 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ ინგლისელმა ნახევარმცველმა 253 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ლესტერის" რიგებში მარკი ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.