„პარი სენ ჟერმენის“ ფრანგი მეკარე ალგფონს არეოლა მომდევნო სეზონს იჯარის წესით „ვესტ ჰემში“ გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია „ჩაქუჩების“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
არეოლა პარიზული გრანდის აკადემიის აღზრდილია და რამდენჯერმე იყო განათხოვრებული კარიერის განმავლობაში. გასული სათამაშო წელი ალფონსმა იჯარის წესით „ფულჰემში“ გაატარა, რომლის მაისურითაც 37 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 48 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. პსჟ-ს ახალი მეკარე ჰყავს ჯანლუიჯი დონარუმას სახით და ფრანგმა სათამაშო პრაქტიკა ამჯობინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც, ცუდი დროება უდგას ვალენსიას.
ნევილს რატო არ აგდებენ ეგ ვითომ ცოდნე გარედან კი ექსპერტობდა და შიგნით კი ჩაისვარა