ძიუდო

16:20 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი: "კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, მაგრამ მეტი შემეძლო“

ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში განცდილი მარცხის შემდგომ ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა საკუთარი ასპარეზობა შეაფასა. მისი თქმით მედლის მოპოვება დიდი სიხარულია, თუმცა მას ბევრად მეტი შეეძლო.

„რა თქმა უნდა, მედალი ჩემთვის დიდი სიხარულია, ამისთვის ბევრი მქონდა ნაშრომი მქონდა. ფინალი წავაგე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მედალი ავიღე, კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, მაგრამ მეტი შემეძლო“, - თქვა თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ +100კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში მსოფლიოს მე-6 ნომერ ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდა და იპონით დამარცხდა. ნამამდე კი თუშიშვილმა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით მოიგო. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ამრიგად, ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსი ტამერლან ბაშაევი იპონით ბრწყინვალე სტილში დაამარცხა.

ძიუდოში საქართველოს 7 წონით კატეგორიაში 6 ნახევარფინალისტი და ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რაც თავისთავად დიდებული შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, შედეგი უფრო შთამბეჭდავია.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 4 მედალი ოლიმპიადაზე ძიუდოსთვის სარეკორდი მაჩვენებელია, აქამდე საუკეთესო შედეგი 2 მედალი იყო.

0.151863