თამაშგარე

12:51 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარას რომაული “ჩურჩულები“

მილანის “ინტერიდან“ ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგებული არგენტინელი მაურო იკარდი როგორც ჩანს საფრანგეთში თამაშითა და პარიზულ კლუბში საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი არ არის და ეს უკმაყოფილება საუკეთესოდ მაუროს პირადმა აგენტმა და ცოლმა, ყოფილმა მოდელმა ვანდა ნარამ გაახმოვანა.

იტალიური პრესა იუწყება, რომ ვანდა ნარა იკარდის ახლანდელ კლუბთან შეუთანხმებლად, იტალიურ “რომასთან“ სრულიად საიდუმლოდ აწარმოებს მოლაპარაკებას და იტალიელთა ახალი მწვრთნელი, ლეგენდარული პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ამ კონტრაქტით ნამეტნავად დაინტერესებულია.

ვანდა ნარა ცხადია მაურო იკარდის ფიქრებსა და გულისტკივილსაც ვერ გაახმოვანებს, თუმცა ამბობენ, რომ მაუროს ძალიან სწყდება გული არგენტინის ნაკრებში რომ არ იწვევენ და ამის გამო “ალბისელესტეს“ სამხრეთამერიკულ ტრიუმფშიც რომ ვერ მიიღო მონაწილეობა. არადა, ამაში დამნაშავე ვანდა ნარაცაა, რომელიც როგორც იცით ადრე სხვა არგენტინელი ფეხბურთელის, არგენტინის ნაკრების ყოფილი წევრის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო. იკარდის არგენტინელი ფეხბურთელები თანაგუნდელისთვის ცოლის წართმევას დღემდე ვერ პატიობენ.

0.145631