ძიუდო

13:02 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილმა რუს მეტოქეს იპონით მოუგო და ოლიმპიადის ფინალშია!

გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია! ქართველმა ფალავანმა +100 კგ წონით კატეგორიაში ტამერლან ბაშაევი იპონით დაამარცხა.

გურამმა თავიდან თავისივე დაწყებულ შეტევაზე ვაზარი მიიღო, მაგრამ აქტიურობა განაგრძო, მალევე ვაზარით ანგარიში გაათანაბრა, მერე კი იპონით შეძლო რუსი მეტოქის ძლევა ფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.

ძიუდოში საქართველოს 7 წონით კატეგორიაში უკვე მეოთხე ფინალისტი ჰყავს, რაც თავისთავად დიდებული შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, შედეგი უფრო შთამბეჭდავია.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან შეხვედრით დაიწყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ამრიგად, ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 3 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125832