ძიუდო

8:23 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია, ტედი რინერი დამარცხდა!

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან შეხვედრით დაიწყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ამრიგად, ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალში გავიდა.

26 წლის თუშიშვილი ნახევარფინლაში რუს თამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, აქ მის მეტოქე ლეგენდარული ტედი რინერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბაშაევმა ფრანგის ძლევა მოახერხა და რინერმაც რეპეშაჟში გადაინაცვლა. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 3 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

0.113664