ფეხბურთი

0:46 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გოლი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „უიპეშტის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა.

უნგრელებმა სტუმრად ლიხტანშტაინის „ვადუცი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და 47-ე წუთზე გოლიც გაიტანა. მან ბურთი საჯარიმოში ტექნიკურად დაამუშავა და საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც თანაგუნდელი დააწინაურა (2:1).

„უიპეშტმა“ „ვადუცი“ ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ადვილად გავიდა, სადაც შვეიცარიულ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120748