ფეხბურთი

23:46 | 29.07.2021 | ნანახია 2230 - ჯერ

კახა ცხადაძე: "დინამო თბილისი" დღეისთვის ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას „მაკაბისთან“ (1:5) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „დინამო“ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.

„თამაში როგორ შევაფასო არ ვიცი, პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, სამაგიეროდ გოლები დაცვაში დაშვებული შეცდომებით მივიღეთ. რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ დღეისთვის ჩვენი გუნდი არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ძნელია ყველაფრის ანალიზი. რა თქმა უნდა, მწვრთნელი პასუხისმგებელია, ფაქტია, რომ მესამე გოლის შემდეგ დავიშალეთ“, - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისმა“ ჰაიფას „მაკაბისთან“ ორი მატჩის ჯამში 2:7 წააგო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 30.07.2021
fidofido (3392)

ცხადაძე თავისი კომენტარებით ქეცბაიას გაასწროო. მესიები არ ჰყავს და რანქას სად მოდიოდი თავს რათ იბანძებდი? არ გამიკვირდება მსაჯობა რომ ჩაერიოს საქმეში და ეს ნახირი კიდე ჩემპიონი გახდეს. დადგავენ სპექტაკლს იქ ბათუმი წააგებს სენსაციურად იქ ბოლო წმაზე გოლს გაუშვებს და წააგებს ან ქუებს დაკარგავს და ა.შ. რაა არ გაუკეთებიათ პირველი იქნება თუ უკანასკნელი? კრისტალბეთის ნაშობა გუნდები არიან როგორც აწყობს ტოტალიზატორს იმ შედეგს დადებენ

14:38 | 30.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ხთფუ - ესაა ჩემი კომენტარი დინამოს წლევანდელ "ევროთავგადასავალზე"
და არა მარტო წლევანდელზე... ))

10:27 | 30.07.2021
გუსანი (746)

მართალია ეს კაცი. რეალურად კი ვინმეს სხვა მოლოდინი თუ ქონდა, შეურაცყოფად ნუ ჩამითვლით- ,,მეცოდებით"- არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, -არ გვყავს ევროპაში გამოსაჩენი ფეხბურთელები ერთი-ორის გარდა, იმათაც თუ თავგზას არ აურევენ კარგი იქნება. რა მილანი, არ არის ხვიჩა მაგ დონეზე სათამაშოდ მზად, როც ეყიდათ სხვა გუნდში გაანათხოვრებდნენ რაც ასევე კარგი იქნებოდა... ვიცი რასაც ვამბობ, ისე კი რაც მალე გადავა ევროპაში კარგი იქნება, მენტალიტეტის გასაჯანსაღებლად და სწორი განვითარებისთვის, სლუცკი კომფორტს კი უქმნის მაგრამ გარემო არა...ყველა თამაში ნანახი მაქვს, ჯერ სტაბილურობისგან შორსაა, ძლიერ გუნდებთან უჭირს თავის გამოჩენა, ბევრი უაზრო დაკარგვა აქვს, რასაც ევროპაში უკვე არ პატიობენ, სლუცკისგან განსხვავებით.. ნიჭი უზადოა და მეტად წარმოსაჩენად ასევე ბევრი შრომა ჭირდება....წარმატებები ხვიჩას, ჩაკვეტაძეს და ..პრინციპში სხვა არც გვყავს ევროპის დონეზე გამოსაჩენად( სამწუხარო რეალობა)..

08:39 | 30.07.2021
lagashi (6738)

ო როგორ მალე მიხვდება რომ ფიფიამ ქომაგების დასაშოშმინებლად და თვალის ასახვევად ჩამოიყვანა თორემ არანაირ პირობას შეუქმნის გუნდის შესაქმნელად!

02:49 | 30.07.2021
Homerson (108)

სადღაც 1997-98 წლებიდან დავიწყე ფეხბურთის ყურება და ასეთი ბანძი დინამო მე არ მახსოვს. ფიფია ფარერების შემდეგ გუნდიდან კი არა ქვეყნიდან უნდა წასულიყო

02:45 | 30.07.2021
Homerson (108)

არ იცოდი სად მოდიოდი?!
ფიფია არსად წამსვლელი არ არის , ხოდა - ან გავაჯ…ვინოთ , ან შევეგუოთ ფარჩაკ გუნდს

02:06 | 30.07.2021
davidinho (1027)

ეს კაცი არაფერ შუაშია მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში რომან ფიფიაა უნდა დატოვოს გუნდი ეს უკვე დიდიხანის წინ უნდა მომხდარიყო და იმედია მალე დატოვებს თანამდებობას

01:58 | 30.07.2021
Drogba9999 (124)

ეს ხარახურა ლეგიონერები საიდან მოგყავთ დინამო თბილისში ან სელექციონერი ვინარი ამ გუნდის ფიფია კი ვიცით ყველამ რომ ბიზნესმენია და ფეხბურთი არ ესმის მაგრამ სელექციონერი ვიღაა ამ გუნდის

01:45 | 30.07.2021
alfadhirhaiti (7530)

მერე კატეგორიულად მოითხოვე იმ ახვარისგან კაი ტრანსფერები, აკადემიიდან კიდე რჩეულები დააწინაურე, დარწმუნებული ვარ ბევრი აკადემიის მოთამაშე ამ დინამოს შემადგენლობის ფეხბურთელებზე უკეთესი იქნება.

01:10 | 30.07.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

ფიფო კიდევ ერთხელ მადლობა,ყოველ თამაშის მერე კაი მაყუთს ვტეხავ მაქაბის -2,5 დავდე 3,7 კოეფით

00:52 | 30.07.2021
100% (432)

)))

00:50 | 30.07.2021
თენგაბი (950)

ეჰ კახა რავა ვაისივით ლაპარაკობ. ფიზიკა აქვს გუნდს გასული საუკუნის 60-იანი წლების, ხოლო ტაქტიკა საერთოდ ეზოს ფეხბურთის დონეზეა. ასეთი ზოზინა, ნელ და უმოძრაო ფეხბურთს მსოფლიოში ჩვენს გარდა არავინ თამაშობს. და მერე რატომ გიკვირს რომ ასე კატასტროფულად ვაგებთ? სხვაგან მიზეზების ძებნას თავი დაანებე, გუნდი ფიზიკურად უფრო მაღალ დონეზე მოამზადე, ფეხბურთელებს უბურთოდ მოძრაობა ასწავლე და შედეგები მოვა.

00:02 | 30.07.2021
Kobe Bean (21683)

ყოველ 6 თვეში ახალი გუნდია და როდის იქნებიან მზად?თან უარესდება და უარესდება შემადგენლობა

23:56 | 29.07.2021
zirzikichi (2952)

'რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ დღეისთვის ჩვენი გუნდი არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ' ამ ფრაზას რომ იტყვის მთავარი მწვრთნელი მეტი რაღა უნდა თქვას??? აღიარა რომ ძალიან სუსტები არიანო და ევროპის საშუალოზე დაბალი დონის გუნდთან არანაირი შანსი არ გვაქვსო.

00:20 | 30.07.2021
ბაგი-რეი (2263)

კარგია რომ აღიარა თუ სიმართლე თქვა.

კარგი იქნებოდა რომ კანკავას და კაშიას ხელფასებში დაეხარჯათ ფული და სატრანსფერო თანხის გადახდასაც ასცდებოდნენ.
წესით უნდა მოითხოვოს ნორმალური ტრანსფერები ან წავიდეს. დინამოს აკადემია არ არის ულიმიტო ტალანტების სამჭედლო და ყოველ წელს ვერ ეყოლება ისეთი ტალანტი, რომელიც წინ წაწევს გუნდს. ასე რომ ჯერი ცხადაძეზეა.

23:53 | 29.07.2021
kakhaberry (2630)

თამაშით ვაჯობეთ?

0.156723