ფეხბურთი

23:30 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" და ისევ ფიასკო ევროპაში...

„დინამო თბილისი“ უეფას კონფერენსლიგას გამოეთიშა. კახა ცხადაძის გუნდმა ჰაიფაში „მაკაბისთან“ ვერ მოახერხა სასწაულის მოხდენა და ვერც ის შეძლო, რომ ბოლომდე ებრძოლა, თავისი ღირსება დაეცვა.

თბილისში, ისრაელის ჩემპიონმა 2:1 მოიგო და ფავორიტი სტატუსი იმთავითვე გაამართლა, მაგრამ „დინამო“ არ ყოფილა უშანსოდ. ჰაიფაში, ანგარიში სწრაფად გაიხსნა საიმონ ბენიოს უხეში შეცდომის შედეგად, მაგრამ საქართველოს ჩემპიონმა 7 წუთში გაათანაბრა - ზორან მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ დარჩა და „დინამო თბილისი“ თამაშში დაბრუნდა - 1:1. მალევე, მარუშიჩს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

აი, მერე კი უპირატესობას „მაკაბი“ ფლობდა და ფეხბურთსაც ეს გუნდი თამაშობდა. პირველივე ტაიმში ბარაკ ბახარის გუნდი წინ გავიდა, ფაბიან სპორსკლედეს ავტოგოლით. ზოგადად, 75-ე წუთამდე ის ანგარიში ფიქსირდებოდა, რა ანგარიშითაც „მაკაბიმ“ თბილისში იმარჯვა, მაგრამ თამაშის ბოლო 15 წუთი „დინამოსთვის“ კოშმარული გამოდგა.

ისრაელის ჩემპიონმა კიდევ 3 გოლი გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 5:1! ეს იყო კიდევ ერთი ფიასკო და კიდევ ერთი სირცხილი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის.

ანგარიში და შედეგი, შედეგად, ფაქტია, რომ „დინამო თბილისში“ უკვე წლებია, რაღაც არასწორად კეთდება, რაღაც არასწორად ფინქციონირებს და წლიდან წლამდე, ეს ყველაფერი ევროსარბიელზე თვალნათლივ ჩანს. საქართველოს ჩემპიონმა ევროთასებზე მორიგი წარუმატებელი და დასავიწყებელი სეზონი ჩაატარა...

„მაკაბი“ – „დინამო თბილისი“ 5:1 (2:1)

ჰაიფა, „სამი ოფერ“

„მაკაბი“ (4-3-3): კოენი; მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჩემი; ლევი (ჯაბერი 80), როდირგესი, ჩერი (საჰარი 65); ატცილი (აშკენაზი 80), დონიო (დავიდი 65), ჰაზიზა

მწვრთნელი: ბარაკ ბახარი

„დინამო თბილისი“ (3-5-2): მიგინეიშვილი; ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო; სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (რადინი 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 53), ოსეი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლები: 1:0 ლევი (17), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორსკლედე (37, ა.გ), 3:1 ატცილი (75), 4:1 აშკენაზი (80), 5:1 აშკენაზი (85)

გაფრთხილება: მეირი (40), როდრიგესი (47) - პაპავა (21), ქავთარაძე (31), იაშვილი (81), კუცია (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ა. კურღელი

0.14369