ფეხბურთი

21:31 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბიორნ კუიპერსმა კარიერა დაასრულა

ცნობილი ნიდერლანდელი მსაჯი ბიორნ კუიპერსი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ნიდერლანდელის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

კუიპერსი 7 აგვისტოს ნიდერლანდელის სუპერთასის მატჩს იმსაჯებს ამსტერდამის „აიაქსსა“ და პსვ ეინდჰოვენს შორის და ეს მის კარიერაში ბოლო თამაში იქნება.

„შესაჩერებლად საუკეთესო მომენტია. ჩემი კარიერის გარდამტეხი მატჩი 2008 წელს უეფას თასზე „ნაპოლისა“ და „ბენფიკას“ შორის გაიმართა. ცოტა ხანში 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დამნიშნეს და ელიტალურ მსაჯებში მოვხვდი. მაშინ გავაცნობიერე, რომ შემეძლო მწვერვალზე მოხვედრა“, - თქვა 48 წლის არბიტრმა.

ბიორნ კუიპერსმა ევრო 2020-ის ფინალი იმსაჯა იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის, ასევე ერგო პატივი 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის მსაჯობის, 2013 წელს კონფედერაციათა თასის ფინალი, 2013 და 2018 წლებში კი ევროპა ლიგის ფინალი იმსაჯა.

0.113493