სხვა

20:20 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ბერიშვილი: "იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ თუშიშვილი მედლით გაგვახარებს"

საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ვარლამ ლიპარტელიანისა და ნინო სალუქვაძის გამოსვლები შეაფასა. ბერიშვილი იმედოვნებს, რომ ნინო სალუქვაძე ხვალ ფინალურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, ხოლო თუშიშვილი საქართველოს კიდევ ერთ მედალს მოუტანს.

„დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ორმა ქართველმა ოლიმპიელმა იასპარეზა. ნინო სალუქვაძე დადგა ცეცხლის ხაზზე 25 მეტრზე სროლაში. ჯერჯერობით ნინო ინარჩუნებს პოზიციებს, რომელიც საკმარისი იქნება მისთვს. იმედია ეს ხვალ სასიკეთოდ გადაწყდება და ნინო ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, დღეს მას სამწუხაროდ არ გაუმართლა. ვარლამს ჰქონდა შანსი, რომ მედალი აეღო, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. ხვალ ძიუდოში არის ბოლო დღე, გამოდის გურამ თუშიშვილი და იმედს ვიტოვებ, რომ ძიუდოისტები კიდევ ერთი მედლით გაგვახარებენ“, - განაცხადა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 6 საშეჯიბრო დღის შემდგომ სამი მედალი აქვს მოპოვებული. 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედალს ვაჯა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვუილი დაეუფლნენ, გუშინ კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაისაკუთრა.

0.120026