გარდაიცვალა ენდრიუ დევინი, რომელიც 55 წლის იყო. გამოძიების თანახმად, ის „ჰილსბოროს“ ტრაგედიის მსხვერპლად გამოაცხადეს. ასე რომ, ის 97-ე დაღუპულია 32 წლის წინათ მომხდარი ამბის გამო.
„ენდრიუ ყოველთვის ცდილობდა „ენფილდზე“ „ლივერპულის“ მატჩებს დასწრებოდა, მიუხედავად იმ მძიმე ტრავმებისა, რომლებიც მან „ჰილსბოროს“ ჭყლეტის დროს მიიღო. ამ ტრავმებმა აბსოლუტურად შეცვალა მისი ცხოვრება.
ვარაუდობდნენ, რომ იმ საშინელი ინციდენტის შემდეგ, დევინი ნახევარ წელიწადსაც ვერ იცოცხლებდა. მაგრამ მან ყოველგვარი პროგნოზი გააბათილა. ჩვენი აზრები ახლა ენდრიუს ოჯახთანაა.“ - წერია კლუბის განცხადებაში.
ტრაგედია 1989 წლის 15 აპრილს მოხდა შეფილდის „ჰილსბოროს“ სტადიონზე. ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ლივერპულს“ შორის. მაშინ ტრიბუნებზე ჭყლეტის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა.