თამაშგარე

14:49 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ტანმოვარჯიშეები თავისუფლებას ითხოვენ

გერმანელი ტანმოვარჯიშე ქალები ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ სპორტულ საზოგადოებას იმის გამო, რომ მათ ქალ ტანმოვარჯიშეებს ტურნირებზე გამოსვლის დროს ერთგვარი ჩაცმის სტანდარტი დაუწესეს და ეს “ბუნდესქვეყნელი“ სპორტსმენებისთვის ყველაფერთან ერთად დამამცირებელი და სექსისტურია.

გერმანელი სპორტული ტანვარჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ელიზაბეთ ზაიცკი ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები არ შეეგუებიან ჩაცმის კუთხით რაიმე სახის შეზღუდვებს და ყველაფერს იზამენ, რომ როგორც ცხოვრებაში, სპორტულ არენაზე გამოსვლის დროსაც სრული თავისუფლება მოიპოვონ.

გერმანელი ტანმოვარჯიშე ქალების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ ზედმეტად თავისუფლად ჩაცმა პირიქით - ცვლის ტანვარჯიშის არსს და მავანნი ყურადღებას არა სპორტსმენების შესაძლებობებზე, არამედ მათ სექსუალურობაზე გაამახვილებს, რაც არასწორი იქნება. თუმცა, გერმანელი ტანმოვარჯიშეები დამკვიდრებული სტანდარტების მიყოლას ჯიუტად არ აპირებენ.

0.119353