ფეხბურთი

11:51 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ „გლადბახთან“ დამარცხდა

ოთხშაბათს, მიუნხენის „ბაიერნმა,“ თავის „ალიანც არენაზე,“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ამხანაგურად უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში რეკორდმაისტერი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა.

შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა იძალეს. ანგარიში 59-ე წუთზე ჰანეს ვოლფმა გახსნა. 76-ზე კი მიხაელ ვენტცელმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.

საინტერესოა, რომ „ბაიერნმა“ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა. ძირითადიდან მხოლოდ სერჟ გნაბრი შევიდა მინდორზე შეცვლაზე.

სხვა მხრვ კი, „ბაიერნს“ წარმოადგენედნენ: რონ-ტორბენ ჰოფმანი, დაიო უპამეკანო, ომარ რიჩარდსი, ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, ჯოშუა ზირკზე, მიშელ კიუიზანსი, ბუნა სარი, ტანგი ნიანზუ, მალიკ ტილამანი, იოსიპ სტანიშიჩი და ტორბენ რეინი.

0.115613