ძიუდო

8:15 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია. 32 წლის სპორტსმენმა ორი გამარჯვება მოიპოვა და ფინალთან ერთ ნაბიჯში მივიდა.

ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა.

ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ნახევარფინალში და მისი მეტოქე იაპონელი აარონ ვოლფი იქნება. ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება. სავარაუდოდ ვარლამის შეხვედრა 13:00 საათისთვის შედგება, რადგან მანამდე ფინალური ბლოკის 7 შეხვედრაა გასამართი (ქალთა და ვაჟთა შორის) და ეს ნახევარფინალი განრიგით ბოლოა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 3 მედალი უკვე მოიპოვა. 66 და 73 კგ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქრო დაისაკუთრა. სწორედ ეს სამი მედალია საქართველოს დელეგაციის ყულაბაში.

0.119854