სხვა

23:37 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან ფლოიტენმა ამჯერად ოქროს მედალი მოიგო

საგზაო რბოლის ბოლოს, როდსაც ფინშის ხაზი გადაკვეთა, ანემიკ ვან ფლოიტენს ეგონა, რომ გამრჯვება მოიპოვა და ხელები შემართა. მაგრამ მალე შეატყობინეს, რომ მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ოლიმპიადაზე, ველომრბოლებს რადიოს გამოყენების უფლება არ აქვთ.

ვან ფლოიტენმა დროზე ინდივიდუალურ რბოლაში მიზანს მაინც მიაღწია, ამჯერად არაფერი შეშლია და ვერცხლს ოქროც დაუმატა. 22-კილომეტრიან დისტანციაზე, მან უახლოეს მდევარს 56 წამით აჯობა.

38 წლის ველომრბოლისთვის ეს ბოლო ოლიმპიადაა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, მაგრამ აქამდე ოლიმპიური მედალი მოპოვებული არ ჰქონდა. რიოში საგზაო რბოლაში ოქროსთვის იბრძოდა, მაგრამ ინციდენტი შეემთხვა და ზურგი დაუზიანდა. ტოკიო კი მისი კარიერის გვირგვინი გახდა.

დროზე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა შვეიცარიელმა მარლენ როისერმა, ბრინჯაოს მედალს კი ვან ფლოიტენის თანაგუნდელი ანა ვან დერ ბრეგენი დაეუფლა.

„საგზაო რბოლის შემდეგ ვიცოდი, რომ შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. ბევრ რამეზე ლაპარაკობენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ძალიან კარგად ვიასპარეზე. საგზაო რბოლის შემდეგ, გუნდმა მითხრა, საუკეთესო ფორმაში ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ“, - განაცხადა ვან ფლოიტენმა, ვინ დროზე რბოლაში, მეორე ჰოლანდიელი ოლიმპიური ჩემპიონია.

2000 და 2004 წლებში, დროზე რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰოლანდიელი ლეონტიენ მართა ზიილაარდ-ვან მოორსელი გახდა. წინა სამ ოლიმპიადაზე კი ჩემპიოის ტიტულს ამერიკელი კრისტინ არმსტრონგი დაეუფლა.

0.115748