ტოკის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი სენსაციებით მიმდინარეობს. ჯგუფში ისეთი გუნდები ჩარჩნენ, როგორებიც საფრანგეთი, არგენტინა და გერმანიაა.
საფრანგეთს მასპინძელ იაპონიასთან აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ კოშმარული თამაში ჩაატარა, 4 უპასუხო გოლი გაუშვა და რა თქმა უნდა, 3 ქულით, რომელიც მან სამ შეხვედრაში მოიპოვა ჯგუფიდან ვერ გავიდა.
A ჯგუფიდან პლეი-ოფში იაპონია და მექსიკის ნაკრები გავიდნენ, რომელმაც ბოლო ტურში სამხრეთ აფრიკას მოლოდინასემბრ მოუგო. B ჯგუფში სამხრეთ კორეის ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო მასთან ერთად მეოთხედფინალის საგზური ახალ ზელანდიას ერგო, რომელმაც ბოლო ტურში კონკურენტ რუმინეთთან სასურველი ფრე ითამაშა (0:0).
C ჯგუფში ჩარჩა არგენტინა, რომელსაც ესპანეთთან მოგება სჭირდებოდა, მაგრამ აგებდა, ბოლოს გაათანაბრა, თუმცა, გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა. ესპანეთმა ჯგუფში არცთუ დამაჯერებლად ითამაშა, მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია ეგვიპტემ დაიკავა, რომელმაც ბურთების ბალანსით აჯობა არგენტინის ნაკრებს. და ბოლოს, D ჯგუფი, სადაც გერმანია ჩარჩა. ალემანებმა კოტ დივუარს ვერ მოუგეს და 4 ქულით მხოლოდ მესამე ადგილს შესწვდნენ. ბრაზილიამ 7 ქულით იპირველა, ხოლო კოტ დივუარს 5 ქულა მეორე ადგილისთვის ეყო. საუდის არაბეთისთვის ოლიმპიადა უქულოდ დასრულდა.
მეოთხედფინალი, 31 ივლისი
ესპანეთი - კოტ დივუარი
იაპონია - ახალი ზელანდია
ბრაზილია - ეგვიპტე
სამხრეთ კორეა - მექსიკა