ფეხბურთი

10:35 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი "ბორდოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

შვეიცარიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ფრანგული „ბორდო“ ჩაიბარა. ჟირონდელთა ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„ბორდოში“ ფინანსური პრობლემები იყო, რაც მოგვარდა და კლუბმა გამოცდილი სპეციალისტის გადაბირება მოახერხა. ბოსნიელი 2014 წლიდან შვეიცარიის ნაკრებში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც.

ევრო 2020-ზე პეტკოვიჩის ხელმძღვანელობით შვეიცარია მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო მანამდე ტურნირის მთავარ ფავორიტ საფრანგეთს სძლია. პეტკოვიჩს მანამდე „ლუგანოში“, „ბელინცონაში“, „იანგ ბოიზში“, „სანსუნსპორტში“, „სიონსა“ და „ლაციოში“ უმუშავია.

0.124719