ფეხბურთი

0:32 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დას კორონავირუსი აქვს და საავადმყოფოშია

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დას, კატია ავეიროს კორონავირუსი აქვს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„17 ივლისიდან ცუდად ვარ. სახლში იზოლირებული ვიყავი და თავს კარგად ვგრძნობდი. სიმპტომები თითქმის არ მქონდა. სამწუხაროდ, პარასკევიდან ცუდად გავხდი. დაწყევლილი ვირუსის შედეგად დამემართა ფილტვების ანთება, მოკლედ საავადმყოფოში მიმიყვანეს. ახლა ყველა წესის დაცვით გამოვჯანმრთელდი, მადლობა ღმერთს“, - დაწერა მან ინსტაგრამში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში, როდესაც კორონავირუსი კრიშტიანუ რონალდუს დაემართა, კატია ავეირომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პანდემიას ყველაზე დიდი ხრიკი უწოდა.

0.118882