ფეხბურთი

23:15 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაფაელ ვარანი "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რაფაელ ვარანის ტრანსფერი დაადასტურა. ფრანგი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაცია როგორც ინგლისელებმა, ისე „რეალმა“ დაადასტურა.

ვარანის ტრანსფერის ღირებულებამ 50 მილიონი ევრო შეადგინა, კონტრაქტის ვადა კი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი „რეალში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და 360 თამაშში თავი 17-ჯერ გამოიჩინა. მან მადრიდულ გრანდში ყველაფერი მოიგო, მათ შორის, სამჯერ ლა ლიგა და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. ვარანის პირველი კლუბი კი „ლანსი“ იყო. საფრანგეთის ნაკრებში 28 წლის ფეხბურთელმა 79 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.114757