სხვა

20:38 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესკერხან მადიევი: "საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დავამარცხე"

ქართველმა მოკრივემ ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. მან სეოკ-ის პრესსამსახურთან მცირე კომენტარი გააკეთა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.

„ორი ბრძოლა ჩავატარე, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგრამ გავიმარჯვე. ახლა ვემზადები 30 ივლისის ბრძოლისთვის. დიდი მადლობა ყველას და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა მადიევმა.

ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში რუს ანდრეი ზამკოვოის 30 ივლისს, თბილისის დროით 13:50 საათზე დაუპირისპირდება. ნახევარფინალის საგზური კრივში ოლიმპიადაზე ავტომატურად მინიმუმ ბრინჯაოს მედლის ტოლფასია და ქართველ მოკრივეს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114136