27 ივლისს, საქართველოს ქალთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ წარმართეს. მასში მონაწილეობას ქალთა ლიგის ექვსი და ქალთა ლიგა 2-ის ორი იღებდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ
- ნორჩი დინამო - ლანჩხუთი
- დიდგორი - ფენიქსი
- გორი იუნაიტედი - კოლხეთი ხობი
- ნიკე - კვარტალი
საქართველოს ქალთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის 3 აგვისტოსაა დაგეგმილი. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.