ფეხბურთი

15:20 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ „ფულემის“ მეკარეს იმატებს

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ლონდონის „ჩელსი,“ მეკარე მარკუს ბეტინელის დაიმატებს. ბეტინელი „ფულემის“ საკუთრებაა, გასული 2020-21 წლების სეზონი კი „მიდლსბროში“ გაატარა იჯარის წესით. ამჟამად ის თავისუფალი აგენტია, ამიტომ ჩელსის უფასოდ შეუერთდება.

ბეტინელი სამედიცინო შემოწმებას დღეს, 27 ივლისს გაივლის. ის „არისტოკრატთა“ სარეზერვო მეკარედ მოიაზრება ედუარ მენდისა და კეპა არისაბალაგას შემდეგ. თუმცა, გამორიცხული არ არის, კონკურენციაც გაუწიოს მათ.

ბეტინელის ერთი მატჩი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112865