ფეხბურთი

11:17 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახლა „ტოტენჰემიც“?

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. Sky – Milan გვამცნობს, რომ 20 წლის ქართველით ჩრდილოლონდონური „ტოტენჰემი“ დაინტერესდა და მან კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს.

წყაროს ინფორმაციით, „მილანი“ უკვე გამოეთიშა ხვიჩას ტრასფერისთვის ბრძოლას, ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო. „რუბინთან“ მის კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. პორტალი ტრასფერმარკტი ქართველს 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლო დროს კვარაცხელია უამრავ ევროპულ კლუბს დაუკაცშირეს, მათ შორის „იუვენტუსს,“ „მილანს,“ „ატალანტას,“ „ბაიერნს,“ „სევილიას,“ „აიაქსს,“ „ლიდს იუნაიტედს“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას,“ მაგრამ საქმე საუბრის იქით არ წასულა.

ამასობაში, 24 ივლისს, ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ითამაშა (1:0). ის 83-ე წუთზე შეცვალეს.

0.440608