სხვა

1:04 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა 4x100 თავისუფალის ესტაფეტა მოიგეს

ამერიკელმა მოცურავეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, მათ ბადალი არ მოეპოვებათ. ქეილებ დრესელმა, ბლეიკ პიერონიმ, ბოუენ ბეკერმა და ზაკ ეპლმა (ფოტოზე მარცხნიდან), ფინალში დისტანცია 3 წუთსა და 08.97 წამში გაცურეს და 1.14 წამით ჩამოიტოვეს უახლოესი მდევარი, იტალიის ოთხეული. ავსტრალია კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, ოლიმპიური მედლები პირველად სწორედ ტოკიოში, ოღონდ 1964 წელს შევიდა ოლიმპიადის პროგრამაში. მას შემდეგ, ამერიკელები მედალს ყოველთვის იღებენ, 10-ჯერ კი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული.

ბევრი ელოდა, რომ ავსტრალიელები ამერიკელებს კონკურენციას გაუწევდნენ. მაგრამ პირველივე ეტაპზე, დრესელმა თავისი გუნდი დააწინაურა და აქედან მოყოლებული, ამერიკელებს ლიდერობა არ დაუთმიათ. დრესელის საქმე, ეპლმა დაასრულა.

ეს მეორე ოქროა, რომელიც ამერიკელმა მოცურავეებმა მოიპოვეს. პირველი ოქრო ჩეიზ კალიშის ანგარიშზეა, ვინც 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში გაიმარჯვა.

0.107607