ფეხბურთი

0:21 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ პოგბას ტრანსფერზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერით დაინტერესებულია.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერში წერს, კლუბებს შორის შესაძლო გარიგება ჯერ არ განხილულა, მაგრამ უახლოეს მომავალში პსჟ ოფიციალურ შეთავაზებას მოამზადებს.

პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მის განახლებას არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პოლ პოგბამ ინგლისური კლუბის მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

0.112924