ფეხბურთი

21:39 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "მილანს" კვარაცხელია არ აინტერესებს, ეს ტყუილია"

რუსულ მედიაში ორი დღის წინ გავრცელებული ცნობა ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ ტრანსფერთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ტყუილია. ეს ცნობა გუშინ იტალიურ პრესაში უარყვეს, დღეს კი იგივე კარლო პელეგატიმ გააკეთა.

პელეგატი გამოცდილი იტალიელი ჟურნალისტია, „მილანის“ დიდი გულშემატკივარი, რომელიც ძალიან დიდი ხანია, „როსონერისთან“ დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და კლუბში ბევრი შიდა წყაროც ჰყავს. პელეგატიმ თქვა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით „მილანი“ დაინტერესებული არ არის.

„დღეს კვარაცხელიაზე ვისაუბროთ, ყაზანის „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელზე. „მილანიდან“ არანაირი ინტერესი არ არსებობს. ის თამაშობს მარცხენა ფლანგზე, სადაც პიოლის გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, გარდა ამისა, არ არის ევროკავშირის წევრი. ეს ინფორმაცია დღის ტყუილია, იქედან გამომდინარე, რასაც რუსეთში წერენ“, - თქვა პელეგატიმ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი რუსულ კლუბთან ერთად დაიწყო და ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა კიდეც. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11547