ფეხბურთი

16:14 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერიმ "ასტონ ვილა" დატოვა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ამის შესახებ ტერიმ თავად გაავრცელა განცხადება.

როგორც მან აღნიშნა, დრო მოვიდა დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყოს და მთავარი მწვრთნელობისთვის მზად არის.

ჯონ ტერი „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბში“ 2018 წლიდან მუშაობდა. სწორედ „ვილა პარკელთა“ რიგებში დაასრულა მან საფეხბურთო კარიერა 2018 წელს. ინგლისელმა საუკეთესო წლები ლონდონის „ჩელსიში“ 1998-2017 წლებში გაატარა.

0.110883