ფეხბურთი

15:31 | 24.08.2013 | ნანახია 2470 - ჯერ

21-წლამდელები: დიფერდანჟსა და სენეცში

როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სექტემბერში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაეწყება. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი გასვლითი მატჩებით იწყებს: 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9-ში სლოვაკეთთან.

გაირკვა, რომ ლუქსემბურგთან შეხვედრა დიფერდანჟში გაიმართება, სტადიონი 2400 მაყურებელს იტევს, ხოლო სლოვაკები სენეცში უმასპინძლებენ ქართველებს. ბრატისლავასთან მდებარე სენეცის “ნაციონალ სპორტ ცენტრი” 2300 კაცს იტევს.

ჩივაძე რამდენიმე დღეში გამოაცხადებს შემადგენლობას. მისი სია გარკვეულწილად დამოკიდებულია თემურ ქეცბაიას არჩევანზე: ეროვნულ ნაკრებში ხომ 1992 წელს დაბადებულებიც თამაშობენ. ეროვნულს კი 6 და 10 სექტემბერს აქვს თამაშები, შესაბამისად, საფრანგეთთან და ფინეთთან.

აქვე შეგახსენებთ, რომ III ჯგუფში ქართველთა მეტოქეები არიან ჰოლანდია, სლოვაკეთი, შოტლანდია და ლუქსემბურგი. ჯგუფში ჯერ 2 მატჩია ჩატარებული: შოტლანდია-ლუქსემბურგი 3:0, ლუქსემბურგი-სლოვაკეთი 1:7.



კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:24 | 24.08.2013
lelo-glt (167)

sabonis
ორი გუნდი გადის

20:13 | 24.08.2013
fero (15151)

qecbaiam unda dautmos sachiro fexbertulebi. rom ar dazaraldes gundi am 2 tamashze.

19:44 | 24.08.2013
sabonis (9584)


ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის თუ ორი.

18:49 | 24.08.2013
Kala94 (6114)

ამათი მაგრად მეიმედება..დროზე შეცვალონ ეს მაჩანჩალა თაობა რა.. ამათმაც თუ ვერ გაამართლეს 3-4 ჯერ უნდა შევამციროთ ფეხბურთის დაფინანსება !

18:18 | 24.08.2013
tengoroma (4673)

მიდიიით

18:11 | 24.08.2013
dato.nanava (2529)

წარმატებები

15:58 | 24.08.2013
maxo_65 (5844)

ამათი იმედი მაქვს.

15:45 | 24.08.2013
brasil (1219)

ორივე თამაში უნდა მოვიგოთ თუ გასვლაზე გვაქვს პრეტეზია და მოვიგებთ კიდევაც.

0.131212