ფეხბურთი

23:49 | 25.07.2021 | ნანახია NaN - ჯერ

არნაუტოვიჩი „ბოლონიასთან“ გააფორმებს კონტრაქტს

ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა, მარკო არნაუტოვიჩმა, იტალიურ „ბოლონიასთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

32 წლის ფეხბურთელი ბოლონიელებთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და წელიწადში ჯამაგირად 2,7 მილიონ ევროს მიიღებს. ის უკვე ჩავიდა იტალიაში.

მანამდე არნაუტოვიჩმა ჩინურ „შანხაისთან“ მოაგვარა ურთიერთობა და „ბოლონიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:56 | 01.06.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

რეკორдები ფინალში იქნება თუ იქნება...გულშემატკივრებს საწუწუნო ნამдვილაд არაფერი გვაქვს, უძლიერესი წყვილი дაჯдა ფინალში.

0.063522