ფეხბურთი

22:38 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტები: "კვარაცხელიას "მილანი" აკვირდება, მაგრამ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს"

ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „მილანს“ აქტიურად დაუკავშირეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ 24 ივლისს რუსულ მედიაში დაწერეს. თუმცა, იტალიელები ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მეტიც, ცოტა ხნის წინ „მილანთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტებმა ანტონიო ვიტიელომ და დანიელე ლონგომ, რომლებიც მხოლოდ ლომბარდიულ გრანდთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ და შიდა წყაროებზეც ხელი მიუწვდებათ, სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ანტონიო ვიტიელო (Milannews.it-ის დირექტორი): “ამ დროისთვის კვარაცხელიას შესახებ მხოლოდ ოდნავ შეიძლება რამის დადასტურება. სამაგიეროდ „მილანი“ ბრანდტის ტრანსფერზე მუშაობს“.

დანიელე ლონგო (Calciomercato-ის ჟურნალისტი): „როგორც ჩანს, „მილანის“ აზრი კვარაცხელიაზე არ შეცვლილა. ფეხბურთელს სკაუტინგის სამსახური აკვირდება, მაგრამ არანაირი მოლაპარაკებები ან ინტერესი ამჟამად არ არსებობს“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ დაახლოებით იგივე თქვა „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა: „ინტერესი არის, მაგრამ ფინანსური წინადადება არ მიგვიღია. ხვიჩა ჩვენი ლიდერია და მისი შენარჩუნება გვინდა. თუ კონტრაქტს მივიღებთ, ვიფიქრებთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის არანაირი წინადადება არ მიგვიღია“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა 24 ივლისს მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 83 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113416