ჭიდაობა

21:59 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედლით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს ოთხმა ქართველმა იჭიდავა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა, ორმა მოიგო, - ორიც დამარცხდა. ანრი ხოზრევანიძემ (45 კგ) და რატი ხოზრევანიძემ (60 კგ) მოახერხეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება, ხოლო ბესო მახარაძესა (51 კგ) და თორნიკე მიქელთაძეს (71 კგ) იქამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

24 ივლისს ბრინჯაოს მედალი ასევე მოიპოვა თამაზ ღლონტმა, ვერცხლი ანრი ფუტკარაძემ, ხოლო ოქროს მედლებს ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე დაეუფლნენ. ცხადია, ამ შედეგით საქართველოს ნაკრებს გუნდური პირველი ადგილიც ერგო.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს 10 წონაში თითო მოჭიდავე (ჯამში 10 ფალავანი) ჰყავდა და 6 მედლის მოპოვება (2 ოქროს, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), მართლაც კარგი შედეგია.

0.64139