ფეხბურთი

20:48 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი დავითაშვილზე: "ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა"

ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ზურიკო დავითაშვილის გუნდის გაშვებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ქართველ ფეხბურთელს იჯარით სხვაგან გადასვლა არ სურდა და ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა ამჯობინეს.

„ჩვენ ბევრი ლეგიონერი გვყავდა, სტარფელტი მიდიოდა, მაგრამ დავითაშვილიც ზედმეტი ლეგიონერი იყო. ზურიკო ჩვენი მეგობარი ბიჭია, კარგი მოთამაშე, მან გვითხრა, რომ იჯარით წასვლა არ სურდა, ამიტომ, უბრალოდ გავუშვით. მეგობრული გზით ამის გაკეთება აუცილებელი იყო“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ ზურიკო დავითაშვილი 2019 წელს დაიმატა და 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან იჯარით „როტორში“ ითამაშა, ამჯერად კი „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ტულის „არსენალში“ გადავიდა.

0.130451