ძიუდო

19:35 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი: "ბოლომდე რაღაც ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს გიხდით"

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილი არ არის თავისი ნაჩვენები შედეგით და თქვა, რომ მისი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა, რასაც აუცილებლად მიაღწევს.

„მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქ ჩემპიონობისთვის ჩამოვედი და რაღაც არ გამოვიდა. მეორე ადგილი დავიკავე და ამ მეორე ადგილს ვულოცავ ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს, საქართველოს. მწვრთნელები, ექიმები, მეგობრები გვერდში მედგნენ, მაგრამ იქ ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე და ყველას ბოდიშს ვუხდი. ჩემი მიზანია ოლიმპიური ჩემპიობობა და ამ მიზანს მივაღწევ“, - თქვა მარგველაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მერვედფინალში რუსი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი დამატებით დროში ვაზარით სძლია სამხრეთკორეელ ან ბაულს.

დღესვე, ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობდა, რომელმაც ერთი წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.

0.11188