ძიუდო

13:18 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედალი საქართველოს: ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია!

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა! ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ვერცხლის მედალი დაიბევა!

მარგველაშვილი ნახევარფინალში ძალზე ტიტულოვან, მსოფლიოს ჩემპიონ და წინა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ სამხრეთკორეელ ან ბაულს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალში მარგველაშვილის მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეოთხედფინალში რუსი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა.

დღესვე, ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობდა, რომელმაც ერთი წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.

0.154498