სხვა

12:37 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: შოთა მიშველიძე მედლის გარეშე დარჩა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (61 კგ) იასპარეზა, თუმცა მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.

61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ A ჯგუფში იასპარეზა, სადაც 9 სპორტსმენი იმყოფებოდა. ატაცში შოთამ პირველივე ცდაზე 130 კგ დააფიქსირა, მაგრამ შმედეგ 134 და 135 კგ ვერ დააფიქსირა და კონკრეტულად ამ მოძრაობაში მეხუთე შედეგი აჩვენა.

აკვრაშიც იგივე სცენარი განმეორდა. პირველ ცდაძე ქართველმა ძალოსანმა 155 კგ დააფიქსირა, მაგრამ მერე 163 და 165 კგ ვერ ასწია და შედეგად, ორჭიდის ჯამში 285 კგ დააფიქსირა, რაც მედლისთვის საკმარისი არ გამოდგა. აღსანიშნავია, რომ შოთას 165 კგ ბოლო ცდაზე რომ დაეფისირებინა, ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილზე გავიდა.

0.107755