ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი დიდი უპირატესობით, იპონით დაამარცხა.
მარგველაშვილი მეტოქეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აღემატებოდა, დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, ხოლო მაშინ, როცა გამარჯვებამდე 1 წუთი აშორებდა, მეორე ვაზარიც მიითვალა და შეხვედრა ნაადრევად დაასრულა.
მარგველაშვილი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს შეხვდება და ნახევარფინალური სესია თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეოთხედფინალში რუსი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა.
დღესვე, ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობდა, რომელმაც ერთი წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.