ძიუდო

9:27 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს ვაჟა მარგველაშვილი. ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონით კატეგორიაში პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო.

მარგველაშვილი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ იუკუბ შამილოვს დაუპირისპირდა, დაძაბულ შეხვედრაში ვაჟამ ვაზარით იმარჯვა. ქართველმა ძიუდოისტმა მომგებიანი ქულა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე გააკეთა და გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილმა რუსი ძიუდოისტი კარიერაში მეხუთედ დაამარცხა და მასთან არასდროს წაუგია.

მარგველაშვილი მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს დაუპირისპირდება.

დღესვე, ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობდა, რომელმაც ერთი წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.

0.119759