სხვა

23:29 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი ფინალის მიღმა დარჩა

400 მეტრზე შერეულ ინდივიდუალურ სტილში მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი დაია სეტო, ტოკიოში ოლიმპიური მედლის მოპოვებას ვერ შეძლებს. ამ სახეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფავორიტმა, ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ფინალამდე მას 0.39 წამი დააკლდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

სეტო პირველი 350 მეტრის შემდეგ ლიდერი იყო, მაგრამ თავისუფალი სტილით ცურვისას, ბოლო 50 მეტრზე დაიღალა და პოზიციები დათმო. მას ერთბაშად ოთხმა მეტოქემ გადაასწრო.

სეტოს რიოს თამაშებზე, 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოლიმპიადამდ, მას ამ სახეობაში სეზონის საუკეთესო დრო - 4:07.95 ჰქონდა დაფიქსირებული. სხვები კი 4:09-ზე უკეთეს შედეგს ვერ ახერხებდნენ.

წარუმატებლობის მიუხედავად, სეტოს კიდვ აქვს ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი - ის 200 მეტრზე ინდვიდუალურ შერეულ სტილშიც იასპარეზებს, რომელზეც ასევე მსოფლიო ჩემპიონია. თუმცა მეორე ნომრად არის განთესილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163122