ძიუდო

20:56 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედალი მიულოცა: "საფრანგეთი შენით ამაყობს"

საფრანგეთის დელეგაციას ტოკიოში პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ), რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 6 წლის წინ მიიღო.

მხეიძის წარმატებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა:

„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთს ტოკიოში პირველი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც შენ აირჩიე, შენით ამაყობს“, - დაწერა მაკრონმა.

შეგახსენებთ, ლუკა მხეიძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც 25 წლის ძიუდოისტის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

0.118293