„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა პარიზელებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.
თუმცა, პსჟ-ს გულშემატკივრები ამ სიახლით მოხიბლულნი არ არიან და პოგბას გუნდში მოსვლა არ სურთ.
„პოგბა დედაშენს უნდა მოუსმინო, მას აქ არ უნდა და არც ჩვენ გვინდა, რომ აქ იყო“, - გამოფინეს პსჟ-ს ფანებმა ბანერი.
აღსანიშნავია, რომ პოგბას ოჯახი მარსელის „ოლიმპიკის“ გულშემატკივრები არიან და პსჟ-ს ფანებისთვისაც ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ საფრანგეთის ნაკრების ლიდერის საყვარელ გუნდში ხილვა არ უნდათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს სეზონიც ითამაშოს არა ნაკლებ წინასი და უკვე კითხვის ნიშანიც აღარ იქნება კარგ ევროპულ გუნდში ხვიჩას გადასვლაზე. კონფერენს ლიგიდან რონ არ გავარდნილიყვნენ უკეთესი ტრამპლინი იქნებოდა. ასე რომ დიდი შრომა და წარმატებაც აღარ დააყოვნებს.
ვერ დარწმუნდნენ ევროპელები რომ ხვიჩა 20 მილიონი ღირს. ამიტომ, ამოცანა მარტივია: ახალ სეზონში თავი უნდა გაიგიჟოს და დაარწმუნოს.