სხვა

16:02 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესკერხან მადიევი ოლიმპიადის მერვედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებული სტარტი აიღო მოკრივემ ესკერხან მადიევმა, რომელიც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენცო სოტომაიორს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მოახერხა.

23 წლის ქართველ მოკრივეს, რომელიც 69 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. ის ორი რაუნდის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით შეჩერდა, რადგან მეტოქეს ტრავმა ჰქონდა და ქართველი მოკრივე 1/8 ფინალშია. მადიევმა აზერბაიჯანელი მოკრივე დაჩაგრა და ტრავმაც სწორედ მისი უპირატესობის წყალობით მიაყენა.

ქართველი მოკრივე მომდევნო ეტაპზე 27 ივლისს, უგანდელ შადირი ბვოგის დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110341